18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
უმრავლესობა ირაკლი კობახიძის ბრალდებას იზიარებს და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

ოკუპანტი რუსეთის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. უმრავლესობა იზიარებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ბრალდების შინაარსს და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

"ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებიან მაჭუტაძე, ოქრუაშვილი, ვაშაძე, ბიუჯეტის ქურდი გაურკვეველი ორიენტაციის, ანტიდასავლური ორიენტაციის ჩხეიძე, ბესელია და ნათელაშვილი, რა გაუკეთებია ამ ხალხს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ისეთი, რომ ახლა შეთანხმდნენ და მაჭუტაძემ, ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ და ბოკერიამ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე იზრუნონ.

კობახიძის ნათქვამი არის საჭირო იმისთვის, რომ მიიღოთ მტკიცებულებად, თუ ის მტკიცებულებები და ვიდეოკადრებია საჭირო, სადაც ეს ადამიანები პირდაპირ აფიქსირებენ ანტიდასავლურ განწყობებს?! მათ შორის განსაკუთრებით ერთ-ერთი, რომელიც თანამშრომლობდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

კობახიძის მოსაზრებას იზიარებს გია ვოლსკიც და უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპონენტებს უპერსპექტივო ძალად მოიხსენიებს და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

"კობახიძე გულისხმობს იმ ადამიანებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც პერსპექტივა არჩევნებში  ნაკლები აქვთ და თავისი ყველა მოქმედებით გადაწყვეტილებას გვაჩვენებენ, რომ დესტაბილიზაციით გავიდნენ ფონს. 

ეს არის საზოგადოება, რომლებიც უნისონში მოქმედებენ იმ ძალასთან ერთად, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია აინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავითარი ახსნა არ აქვს პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად,  რატომ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირო მხარი,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესშია.

"ქართული ოცნების" ლიდერი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ კონკრეტულ პოლიტიკოსებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში დაასახელა კონკრეტული გვარები - ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები