18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე გერმანიის პროკურატურის ტექსტში საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებულ ფრაზას ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს

გერმანიის პროკურატურის ტექსტში საქართველოს მთავრობის მიმართ გამოყენებულ ფრაზას - "პრორუსულს" "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ტექნიკური ხარვეზია და არ ასახავს გერმანიის პოზიციას.

"ამაზე როგორც ვიცით თვითონ გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება. ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებითაც. როგორც იქ იყო ერთი ფრაზა ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული, აქაც არის ორი სიტყვა ჩადებული ასევე ტექნიკურად დოკუმენტის მომზადების დროს. რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს გერმანიის პოზიციას, გერმანიის სახელმწიფომ ზუსტად იცის როგორია საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხს ევროპულ საქართველოშიც გამოეხმაურნენ.

"გერმანიის ფედერალური პროკურატურა პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, რომელიც მოხდა ბერლინში გასული წლის 23 აგვისტოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ საკუთარ განცხადებაში, რომელიც დღეს მე ხელთ მიპყრია, გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას მოიხსენიებს როგორც პრორუსულს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას "პრორუსულად" მოიხსენიებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ: "შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან." დღეს ტერმინ - "პრორუსულის" გამოყენების შესახებ განმარტება გააკეთა გერმანიის ელჩმა. ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ფრაზა ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.

დღის ამბები