18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას "პრორუსული“ უწოდა,"-ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

"გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას "პრორუსული“ უწოდა," - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე წერს.

კრამონის განცხადებით, ევროკავშირი მეზობელ სახელმწიფოებს მსგავს დანაშაულებთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა. გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობა​ პრორუსულადაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ხანგოშვილს დაძაბული ურთიერთობები აკავშირებდა როგორც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც.

დღის ამბები