გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა. შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება:
ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი;
მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე;
ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია;
სამგორში - ლევან ხაბეიშვილი;
გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე.
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.