პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტია მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
მისივე თქმით, ჯერ პარტიის შიგნით კანდიდატებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.
"როცა ჩვენ დავასრულებთ ჩვენი კანდიდატების შერჩევას ყველა მაჟორიტარულ ოლქში, შემდგომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კვლავ განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოვახერხოთ პირველივე ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარული კანდიდატების გარანტირებულად დამარცხება. ამიტომ, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს პროცესს და გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც შეთანხმდნენ მათ კანდიდატებზე,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.