18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის " ლიდერებმა რუსთავში ახალი რაიონული სათავო ოფისი გახსნეს

პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა რუსთავში ახალი რაიონული სათავო ოფისი გახსნეს.

დღესვე პარტიის ლიდერები შეხვდნენ ადგილობრივებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

"რუსთავი არის ინდუსტრიული კომპლექსი, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა მსგავს რამეს. სამწუხაროდ, მას განვითარების საშუალება ბოლო 30 წელი არ მიეცა. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ რუსთავს დაუბრუნდეს ახალი სიცოცხლე და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ აქ უმუშევრობა,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები