18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
თუ შევუდგები საარჩევნო პარტიულ საქმიანობას მე თავად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას - ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

ანა დოლიძე ნაზი ჯანეზაშვილს ურჩევს, რომ თუ ხედავს კანონდარღვევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მხრიდან, მიმართოს სასამართლოს და საკუთარი სიმართლე ამ გზით დაამტკიცოს.

მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი საკუთარ კოლეგას განცხადებებს უწუნებს და ურჩევს, რომ შეცვალოს ისეთი რიტორიკა, რომელიც აზიანებს სასამართლო სისტემას.

"მისი განცხადებები, რომელიც არც პირადად არც საბჭოს სხდომაზე არ მსმენია არც ერთხელ. თუ ეს არ არის რაიმე ბინძური კამპანიის ნაწილი მაშინ არსებობს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც შეიძლება სასამართლოს გადარჩენის ფასეულობის დაზიანების გარეშე წარიმართოს ამ სამართლებრივ თემებზე სერიოზული დისკუსია. ნაზის არ ჩავყვები კინკლაობაში. მისი ქმედებები აზიანებს ჩვენს ბრძოლას სასამართლოს თავისუფლებისთვის. თუ შევუდგები საარჩევნო პარტიულ საქმიანობას, მე თავად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას," - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები