18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
20 ივნისი იყო საკმაოდ მძიმე დღე, უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე თარიღია. მისი თქმით გადაცდომა იყო, როგორც პოლიციის ასევე საზოგადოების მხრიდანაც რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

"შარშანდელი 20 ივნისი იყო ძალიან მძიმე დღე. მძიმე იყო იმ ადამიანების განზრახვებიც, რომლებიც დღეს უკვე ამ ყველაფერს აღიარებენ. კონკრეტულმა ადამიანებმა უფლება მოსილებას გადაამეტეს და ამასთან დაკავშირებით ისინი პასუხისგებაში არიან მიცემულნი. პოლიციელებმა მიიღეს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები და ეს არ უნდა დაგავავიწყდეს. პოლიციელებმა სერიოზულად შეიკავეს თავი და რომ არა ეს შეიძლეობდა უარესი მდგომარეობა ყოფილიყო. უფლებამოსილების გადაცდომა არის ძალიან ცუდი! და ამას მოჰყვა სერიოზული რეაგირება და ეს იცის ყველამ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.

აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი. 

აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.

დღის ამბები