18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე - დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს დოკუმენტს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, რომელიც საკუთარ პოზიციას არ ცვლის.

"შეთანხმება იქნა მიღწეული ერთის გამოკლებით, ბატონი კახა ოქრიაშვილი რჩება თავის პოზიციაზე ანუ მინუს ერთით, აბსოლუტური უმრავლესობა იქნება მომხრე და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას.

ჩვენ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა განსხვავებული პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის საფუძველი არ გვაქვს, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მიღწეულია", - განაცხადა ხუნდაძემ.

დღის ამბები