18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატების გარანტირებული 100%-იანი მხარდაჭერა ექნება - მარიამ ჯაში

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის წევრების გარდა,, დამოუკიდებელი დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს 100 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. 

"ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებისგან", საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებული 7 ხმა, ანუ ანუ 100 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ხმები იქნება საკმარისი დამოუკიდებელი დეპუტატების და ორი ფრაქციის მონაწილეობით, რომ განხორციელდეს ეს ცვლილებები,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ ის, მის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და სწორედ ამიტომ მხარს დაუჭერს კანონში შესატან ცვლილებებს.

"113 ხმა უნდა იყოს კვირას პარლამენტში კენჭისყრის დროს, ამიტომ მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და მას მხარს დავუჭერ ეს არ არის იდეალური პროექტი, მაგრამ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს,"- აღნიშნავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია. 

დღის ამბები