18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ივანიშვილის პერიოდში გვქონდა ყველა სფეროში გაუმჯობესება, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე მუშაობდეს - არჩილ თალაკვაძე კონგრესმენების წერილზე

შეკითხვაზე- მაისიდან გახშირდა კონგრესმენების, სენატორების და ევროპელი დეპუტატების კრიტიკა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ვინ აგებს პასუხს საერთაშორისო ურთიერთობებზე პარლამენტში- პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" უპასუხა, რომ  პირველ რიგში, თავად იყო პასუხისმგებელი პირი საგარეო ურთიერთობებზე.

"პირველ რიგში ამაზე მე ვაგებ პასუხს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ვფიქრობ, საგარეო ურთიერთობები არ არის ის სფერო, სადაც კმაყოფილებაზე უნდა იფიქრო ადამიანმა. მე ამ კუთხით თქვენს რჩევებსაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი.

მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ კონგრესმენებს არასოდეს ჩვენთან საქმია, თუ ღია ფორმატში შეხვედრაზე, არსდროს, იმ ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ, რაზეც ჩვენ შემდეგ ანგარიშში წინადადება წავიკითხეთ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორ გაჩნდა ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მეგობარი და საქართველოს დესტაბილიზაციის მთელს კამპანიას ეწევა საქართველოში - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი სიმართლე და მერე არის მნიშვნელოვანი ამ სიმართლეზე რა პოზიციები აქვს 13 კონგრესმენს.

"სანამ ჩვენ პარტნიორებს დაველაპარაკებით და სანამ ჩვენ დაველაპარაკებით მედიას, მნიშვნელოვანია იცოდე შენი სიმართლე, რადგან თუ შენი სიმართლე არ იცი, ამას ვერავის ვერ მოუყვები. მნიშვნელოვანია, ჩვენი სიმართლე და მერე არის მნიშვნელოვანი ამ სიმართლეზე რა პოზიციები აქვს 13 კონგრესმენს. ამ ანგარიშში რას ვკითხულობთ? რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დესტაბილიზაციას ეწევა? როდესაც ივანიშვილი იყო პრემიერ მინისტრი ფაქტობრივად, მისი ლიდერობის პერიოდში გვქონდა გაუმჯობესება, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი დესტაბილიზაციაზე მუშაობდეს? ნათელია ჩემი პასუხი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები