18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
არის დასაბუთებული თეორიებიც, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს სულაც არ აწყობთ მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის 92  დეპუტატის მხარდაჭერას ელოდებიან. არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საკმარისი ხმების მოგროვება შესაძლებელი იქნება. 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პოლიტიკური ჯგუფების დიდი ნაწილი ცვლილებებს ხმარს უჭერს და მათთან პირადი კონსულტაციებიც აქვს გავლილი. 

"ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი ხმები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად , ამას სჭირდება 113 ხმა, აქედან 92 არის საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების ხმები, ველოდებით ამდენ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ არის მიღებული, როცა ის მიღებულია. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. სხვა პოლიტიკური ჯგუფები, გარდა, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოსი, რომლებმაც აიღეს პირდაპირი პასუხისმგებლობა ამის მხარდაჭერაზე და ჯერჯერობით, როგორც ჩანს არ ასრულებენ ამ პირობას, დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფები მხარს უჭერენ, დიდი ნაწილი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის მხარს უჭერს ამ ცვლილებებს, მე მქონდა ყველასთან პირადი კონსულტაცია. ეს არის პარტია დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ეს არის პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია და ჯამში ეს მხები არის საკმარისი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ხმები გვაქვს საკმარისი და ოდნავ მეტიც, რომ მივიღოთ ეს ცვლილება.

ცვლილება მაღალ ალბათობით იქნება დამტკიცებული, თუ ნაციონალური მოძრაობდა ევროპული საქართველო ამას მხარს არ დაუჭერენ, ისინი დარჩებიან ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღმა, იზოლაციაში, ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა და მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული რეპუტაციული დარტყმა და პასუხისმგებლობა, რადგან მათ აიღეს ეს პასუხისმგებლობა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.  

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი მართ მართლაც სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფრაქციებიდან გარკვეული რაოდენობის ადაიანებს შეუძლიათ  მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, ნაწილმა კი პრპტესტის ნიშნად მხარდაჭერა არ დააფიქსიროს. 

"თუ მათ კვლავ  რჩებათ ტაქტიკურ ამოცანად, რომ ბატონ რურუაზე ააგონ თავისი კამპანია, ან შესაძლოა ამას ვინმე მიზეზად იყენებს, რომ მხარი არ დაუჭიროს ცვლილებებს, არის სხვათაშორის დასაბუთებული თეორიებიც, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს სულაც არ აწყობთ მშვიდი, დემოკრატიული არჩევნები, რადგან მათ არ აქვთ გამარჯვების იმედი, ამიტომ მათ სჭირდებათ უფრო დესტრუქციული სცენარი, ამიტომ აქედან, პირდაპირ ეთერშიც ვთავაზობ, რომ თუ ისინი თვლიან რო მართლაც პრინციპულია ბატონი რურუას საკითხი, გამოყონ ადამიანები თავისი ფრაქციებიდან, ვინც დაუჭერს მხარს, რათა სიმბოლურად მათი მხარდაჭერა დაფიქსირდეს, მაგრამ ამავდროულად, მათ შეუძლიათ დაიტოვონ პროტესტის სიმბოლოდ ის, რომ დანარჩენმა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი მიდგომა, თუ მათ მართლაც სურთ ამ ცვლილებების მიღება," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები