"20 ივნისი დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე"- განაცხადა პარლამენტის თვამჯდომარემ "ღამის კურიერში."
"ჩემი აზრით, ცხადია, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. როდესაც ქვეყანას ჰყავს უპასუხისმგებლო ჯგუფები ოპოზიციის მხრიდან, ამით ზარალდება ქვეყანა და ამით ზარალდება თავად ოპოზიციაც,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
"ღამის კურიერის" წამყვანმა არჩილ თალაკვაძეც სთხოვა, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე ესაუბრა და ჰკითხა, აღიარებდა თუ არა 20 ივნისს და გავრილოვის სტუმრობას საქართველოში შეცდომად, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
"მე მქონდა ჩემი მკაფიო რეაქცია ამაზე. რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატი არ უნდა იყოს საქართველოში და არ უნდა მიეცეს უფლება, რომელიმე სავარძელზე დაჯდეს. მისი პარლამენტში მოხვედრა იყო გულრწფელად პროტესტის გამომწვევი.
ჩვენ შეგვეძლო ეს პროვოკაცია გაგვეთვალა, რომ გავრილოვი, შესაძლოა, მისულიყო ტრიბუნასთან. უნდა გვცოდნოდა, რომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ეს უნდა გაეთვალა სამდივნოებს.
ასამბლეის სამდივნოს მისწერეს, რომ მიუღებელი იყო გავრილოვი სავარძელზე და იყო შეთანხმება, რომ ერთ-ერთ ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა სხდომა. წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ გავრილოვს არ უნდა დაეკავებინა ეს ადგილი, თუმცა მან ისარგებლა მდგომარეობით და დაიკავა ადგილი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომაროს თქმით, პარლამენტის სპიკერმა გადადგომის გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო რაც დაგვიანებული ნამდვილად არ იყო.
"ჩვენ პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ გავრილოვის სავარძელზე ჯდომაში, როგორც პოლიტიკურმა პასუხისმგებლიანმა პარტიამ. ამ ყველაფერს მოჰყვა მწვავე კითხვები და პოლიტიკური ტემპერატურის მატება. ასევე, პარლამენტის სპიკერმაც დატოვა თანამდებობა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო 24 საათში და ვფიქრობ, რომ ეს დრო არ იყო დაგვიანებული,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.