18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ჩემი სახისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ერთი წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა - მაკო გომური

რუსთაველის გამზირზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან, ერთი წლის თავზე აქცია კვლავ გაიმართება, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ადგილზე იმყოფება მაკო გომური, რომელმაც ერთი წლის წინ თვალი დაკარგა.

მაკო გომურის განცხადებით, მისთვის არაფერი შეცვლილა და დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ იმ მოთხოვნით არის მისული, რის გამოც ზუსტად ერთი წლის წინ თვალი დაკარგა. 

"20 ივნისი ჩემთვის რთულად გასახსენებელი დღეა. სიმართლე გითხრათ, არაფერი შეცვლილა, გარდა ჩემი სახისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა. მივიღეთ დაპირება პროპორციულ არჩევნებზე, რომელიც ჩააგდეს და რაღაც მოგვიგდეს. 

ჩემი მოთხოვნა არის იგივე, რაც ერთი წლის წინ იყო, რომ ყველამ ერთხმად დაგმოს რუსული ოკუპაცია და აღიარონ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი. შემდეგი არის იმ ადამიანების საქმე, რომლებიც 20 ივნისს დაშავდნენ, დაკარგეს თვალები, დაუსახიჩრეს სახეები და ა.შ."- აცხადებს მაკო გომური. 

დღის ამბები