18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
რა პოზიციაც ჰქონდა ენმ-ს, ის პოზიცია გვაქვს დღესაც და ხვალაც ეს პოზიცია გვექნება - გიორგი ბარამიძე

"ევროპული საქართველო" ხვალ პარლამენტში მივა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, ბოლომდე გარკვეული არაა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია. ენმ-ში დღეს საკითხზე ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებდნენ. 

ოფიციალური განცხადება, სადაც პარტიის საბოლოო პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, ჯერჯერობით "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გაკეთებულა.

დღეს დილით სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ კონსულტაციებს დიპლომატებთან მართავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ, დღის მეორე ნახევარში კი გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობაშია, პოზიცია არ გადაიხედება. ვაშაძის მსგავსად, გიორგი ბარამიძეც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა იმავე პოზიციაზე რჩება.

"რა პოზიციაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას 8 მარტიდან მოყოლებული პირველივე დღიდან როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, აი, ის პოზიცია გვაქვს დღესაც და ხვალაც ეს პოზიცია გვექნება თუ რამე არსებითად არ შეიცვალა. ყველა პარტიას თავისი შეხედულება და მიდგომა აქვს, ყველას მოსაზრებას პატივისცემით ვეკიდებით, ჩვენ გვაქვს გაცხადებული ეს პოზიცია თავიდანვე და დღესაც იგივე პოზიცია გვაქვს," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები