"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ ხელისუფლების მისაღები არ უნდა იყოს, რადგან მმართველი გუნდი ბოლომდე სანდო არაა და კანონპროექტის ჩაგდების რისკი გარკვეულწილად მაინც არსებობს:
"ევროპული საქართველოს" ეს გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, ამ ხელისუფლების ნდობა ერთი ფეხის ნაბიჯზე არ შეიძლება და იყო კიდევაც სხვადასხვა ინფორმაციები, რომ ისინი აპირებდნენ, რაღაც თაღლითური გზით, ამ კანონპროექტის კიდევ ერთხელ ჩაგდებას, ასევე ძალიან სწორია ეს გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე, რომელიც იბრძოდა ამ რეფორმისათვის და იმ ელჩების წინაშე, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს," - აცხადებს ანზორ ბიწაძე.