18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ - გიორგი ვაშაძე "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს და ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ინარჩუნებს:

"მნიშვნელოვანი პოზიციაა, ეს იყო თხოვნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა მოთხოვნები ცალსახად იგივეა, რასაც 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს - გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები.  როგორც ვიცი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუჭერს მხარს, მე ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ერთგული ვართ 8 მარტის შეთანხმების,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები