პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში სანახევრო გადაწყვეტილებას უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოზიტიურია და პლუს 20 ხმა გადაზღვევისთვის მნიშვნელოვანია. მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ევროპული საქართველოს მხარდაჭერა მე-2 და მე-3 მოსმენებზეც ექნება, რადგან მმართველი გუნდის წევრი "ევროპული საქართველოს" პოზიციას დიპლომატიური კორპუსის მოწოდებასთან აკავშირებს:
"ჩვენი პარტნიორი ელჩების მოწოდებამ გაჭრა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღოთ ისედაც. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება, ისინი ისევ სპეკულირებენ და ვაჭრობენ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.