ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიის ბუნდესტაგის წევრები ანგელა მერკელს გაზპრომის გაზსადენის "ნორდ სთრიმ-2-ის" მშენებლობაზე უარის თქმას სთხოვენ - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა ალექსანდრ ლამბ-სდორფმა გამოცემა "ბილდთან" საუბრისას განაცხადა.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ბერლინში მომხდარი მკვლელობა გერმანიის სუვერენიტეტზე განხორციელებული დარტყმაა.