18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
თუ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, 30 მეამბოხე დაჩი ბერაიასაც იპოვიან - გიგი უგულავა

რა იყო პარტია "ევროპული საქართველოს" გადაწყეტილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხარდაჭერა გადაწყვიტეს - ამ საკითხზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციიდან "კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

მისი განცხადებით, მათთვის კვლავ პრინციპული პოზიციაა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. 

გიგი უგულავა ასევე ამბობს, რომ ცვლილებების მიღება აუცილებელია, ამიტომ ისინი პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, თუმცა ამის გაკეთებას მეორე და მესამე მოსმენაზე აღარ გააკეთებენ, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.  

"თუ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, 30 მეამბოხე დაჩი ბერაიასაც იპოვის. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დავუჭირეთ, პრინციპული პოზიცია იყო, არის და რჩება 8 მარტის შეთანხმება, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და ამავდროულად, შესრულდეს პროპორციული სისტემის მიღება.

სიტუაცია ამ ეტაპზე ასეთია: შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" პირველივე მოსმენით ჩააგდოს ეს ცვლილება და შეეცადოს გადაბრალებას, თუმცა პრობლემა გადაბრალება კი არ არის, არამედ პრობლემაა ის, რომ პირველი მოსმენა მეორე-მესამე მოსმენისაგან განსხვავდება ისე, როგორც ცა და დედამიწა. პირველი მოსმენით ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა და არაფერი აღარ იქნება, მეორე და მესამე მოსმენით ჩავარდნა კი ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს ისევ შეგიძლია ეს საკითხი შემოიტანო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან პირველი მოსმენაა, მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაში უკვე აღარ იქნება ჩვენი მონაწილეობა, თუკი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. ეს პრინციპული საკითხია. თუ მოხდა ისე, რომ პრინციპული ჩაგდება იქნება ცვლილებების, ამას აღარ ექნება ისეთი ფატალური, გამოუსწორებელი შედეგი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე.

ამიტომ, ეს არის პოზიცია, რომელიც უფრო მეტად იცავს გიორგის, როგორც პოლიტპატიმრის ინტერესს და ამავე დროს, არ აძლევს ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ვნახეთ. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩამოყალიბდებიან და ამ ინიციატივაში შემოგვიერთდებიან," - აცხადებს გიგი უგულავა. 

დღის ამბები