პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ 8 მარტის შეთანხმება საბოლოოდ დასრულებულად ჩაითვალოს, გიორგი რურუამ საპყრობილე უნდა დატოვოს და ასევე, უნდა იყოს პროპორციულთან მიახლოებული სისტემა.
"იმისათვის, რომ 8 მარტის შეთანხმება საბოლოოდ დასრულებულად ჩაითვალოს, გიორგი რურუამ საპყრობილე უნდა დატოვოს და ასევე, უნდა იყოს პროპორციულთან მიახლოებული სისტემა. ეს იქნება პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და კარგი დასაწყისი საარჩევნო კამპანიისთვის. წინაღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიაც და საზოგადოებრივი განწყობებიც, ისევ ისეთი დარჩება, როგორიც აქამდე იყო,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.