სესიის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება, მანამდე კი ბიუროს წევრი დეპუტატები შეიკრიბნენ და მიიღეს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პირველი მოსმენით საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს მიიღებს კანონს.
"კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა პარტიას, რომ თავიანთი პარტიის წევრები იყვნენ ინფორმირებულები. პირველი მოსმენით მივიღებთ დღეს გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხება და საარჩევნო სისტემას. პოლიტიკურ პარტიებს შორის, ფართო კონსენსუსით შეთანხმება და გადაწყვეტილება იყო მიღებული ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.