18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
წარმოუდგენლად დიდი ავანტურა იქნება ივანიშვილის მხრიდან თუკი გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის შეფასებით, თუკი "ქართული ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მათ დიდი პოლიტიკური ტვირთის აღება მოუწევთ.

გოცირიძის თქმით, 8 მარტის შეთანხება მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება და ის არის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებული დღეისათვის. ეს იქნებოდა წარმოუდგენლად დიდი ავანტურა ივანიშვილის მხრიდან, თუკი ის გაბედავს და ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამისათვის მას დასჭირდება 20-25 საკუთარი დეპუტატისათვის დავალების მიცემა, რათა ისინი წავიდნენ წინააღმდეგ. ამისთვის მას მოუწევს პერსონალური პოლიტიკური ტვირთის აღება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.

 
დღის ამბები