პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტს ნაკისრი ვალდებულება აუცილებლად უნდა შეასრულოს.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" პოზიცია მეორე და მესამე მოსმენაზე დამოკიდებულია რურუას გათავისუფლებაზე.
"მეორე და მესამე მოსმენაზე ჩვენი პოზიცია იქნება დამოკიდებული იმაზე, შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება. "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ იმის უფლებას, რომ გაითამაშონ ნოემბრის სცენარი. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ შეასრულონ 8 მარტს ნაკისრი ვალდებულება,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.