18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ემზარ კვიციანი მოითხოვს, არჩევნები სავალდებულო გახდეს - "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხმას ვერ მოგცემთ"

პარლამენტის თავმჯდომარე ემზარ კვიციანი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები სავალდებულო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები არ იქნება სამართლიანი და ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 

"ერთხელ მოვსინჯოთ და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვლენ ადამიანები არჩევნებზე. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და საქართველოს მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხმას ვერ მოგცემთ, მიმაჩნია, რომ ეს ცვლილება უნდა იყოს, თუმცა ამას მნიშვნელობა დაეკარგება მაშინ თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი,"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები