18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ეს არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ არის უკეთესი ვიდრე დღეს გვაქვს - ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს უჭერს.

"ეს არ არის იდეალური ცვლილება, მაგრამ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღეს გვაქვს," - აღნიშნა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნები მუდმივი ბრძოლის მიზეზი იყო. ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული საარჩევნო სისტემის ცვლილება ბოლომდე იქნას მიყვანილი.

"მე, პირადად ძალიან ვწუხვარ, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა პოლიტიკური გავლენებისგან საგამოძიებო უწყებების გათავისუფლება. არ გვყავს პასუხისგებაში მიცემული ის ადამიანები, რომელთა ხელით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დასახიჩრდნენ. ჟურნალისტები დაშავდნენ," - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს,მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები