18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ნატო ჩხეიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. განცხადება ჩხეიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. ნატო ჩხეიძის განცხადებით, ცვლილებების მხარდაჭერა "ქართული ოცნების" ვალდებულებაა.

"ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში და რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენ ქვეყანაში - არ არის არც იდეალური, არც უკეთესი და არც რაიმე მნიშვნელოვანი სამართლის მომტანი. მაგრამ ცვლილებები აუცილებელია ქვეყანაში, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი.

ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო ქართული ოცნების მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს სწორედ "ქართულმა ოცნებამ," - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

დღის ამბები