18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
არ ვაპირებ მხარი დავუჭირო კონსტიტუციურ ცვლილებებს - ბიძინა გეგიძის განმარტება ვაკის ამომრჩეველს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე საკონსტიტუციო ცვლილებეს მხარს არ დაუჭერს, გეეგიძის განცხადებით, დღევანდელი საკონსტიტუციო სვლილებები მოსახლეობის ინტერესს არ ემსახურება. 

"ხალხის უკიდერესი სიღარიბის ფონზე, პოლიტიკოსები ფიქრობენ რომ ამომრჩეველს არ ახსოვს მათი ბიოგრაფია, მათი ისტორია, მათი დაპირებები და გადაგდებები და მხოლოდ პოლიტიკოსების კერძო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები. 

ისინი ფიქრობენ რომ ამომრჩეველი არის ელექტორული მასა რომელსაც აქვს მოკოლე მეხსიერება და რომელსაც შეგიძლია, მორიგი ცრუ, ყალბი პროპაგანდით არჩევნების დროს მოატყუო და იყიდო ხმები.

აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთხო ხალხის და სახელმწიფო ინტერესებთან. ქვეყანაში არის პოლიტიკური მარაზმის მოცემულობა, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები, მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ კონსტიტუციურ ცვლილებეს.

მე მხარი დავუჭირე სრულიად პროპორციულ აარჩევნებზე გადასცვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი და დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს იმ გადაგდების კონპენსირებას რაც მაშინ მოხდა და მე როგორც პარლამენტის დეპუტატი, ვაკის მაჟორიტარი მინდოდა განმემარტა ჩმეი პოზიცია ჩემი ვაკი ამომერჩევლისთვის,"-განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს,მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები