პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ცვლილებებს პირველ კენჭისყრაზე მხარდაჭერა მაინც ექნებოდა, დაუჭერდნენ თუ არა მხარს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან".
"დაუჭერდა თუ არა მხარს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" რომლებიც ბოლო მომენტამდე პოზიციას არ აფიქსირებდნენ, ეს ცვლილებები, როგორც დღეს გამოჩნდა პირველი კენჭისყრით იქნებოდა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს დამტკიცდა. 136-ი მხარდამჭერი და 5 მოწინააღმდეგე ასეთი იყო დღეს სესიაზე კენჭისყრის შედეგები.