18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
რომან გოცირიძე კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კმაყოფილია კენჭისყრის შედეგით - პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 

თავად გოცირიძემ და მისმა ფრაქციამ კენჭისყრაში მონაწილეობა დღეს არ მიიღეს. "ნაციონალურმა მოძრაობში" სესიის დაწყებამდე განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ 8 მარტის შეთახმება ბოლომდე შესრულდება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიღებულ შედეგს მიესალმება. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მეორე და მესამე მოსმენაში მივიღებთ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილიც. შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდა და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს შეთანხმების მეორე მხარეც - ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება," - აღნიშნა გოცირიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები