18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 29 ივნისს ამ კანონის მიღება წარმატებით დასრულდება-ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 29 ივნისს კანონს აუცილებლად წარმატებით მიიღებენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა კენჭისყრაში "ევროპული საქართველო" მონაწილეობას.

"სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 29 ივნისს ამ კანონის მიღება წარმატებით დასრულდება. მნიშვნელობა არ აქვს "ევროპული საქართველო" მიიღებს თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში. კანონპროექტს 116 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც ექნება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს დამტკიცდა. 136-ი მხარდამჭერი და 5-ი მოწინააღმდეგე ასეთი იყო დღეს სესიაზე კენჭისყრის შედეგები.

დღის ამბები