საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს საკმარისი ხმა ექნებოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინაა დღეებში განხორციელებული სპეკულაციები კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა.
"ქართული ოცნების" 92 დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშეც გადიოდა პროექტი, ყველა ის სპეკულაცია, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ეწეოდნენ აღმოჩნდა ტყუილი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს დამტკიცდა. 136-ი მხარდამჭერი და 5-ი მოწინააღმდეგე ასეთი იყო დღეს სესიაზე კენჭისყრის შედეგები.