18 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ძალიან კარგია, რომ დავაზღვიეთ რისკები რომელიც ახლდა ამ კენჭისყრას - ეკა ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს დეპუტატებმა რისკები დააზღვიეს, ვერ მოეხერხებინა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის მიღება. მისი თქმით, სწორი იყო პარლამენტარების დიდი ნაწილის გადაწყვეტილება, ცვლილებებისთვის ხმა მიეცა. 

"ეს არის უკეთესი, ვიდრე არსებული სისტემა და ამ ცვლილებების დროულად მიღებას აქვს ის მნიშვნელობა, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს და ავირიდოთ თავიდან პროცესების რადიკალიზაცია," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები