საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ესტონელი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ევროპარლამენტარი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და პარტიებს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ეს აშკარად პოზიტიური სიგნალია. 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებ, ხმა მისცენ მათი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს უკეთესი ინტერესებისთვის", — წერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 21 ივნისს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც - კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.