ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.
"მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.