18 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
რატომ შეჯდა ჯორზე "ქართული ოცნება?!".. გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი და მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას - რომან გოცირიძე

პარლამენტი განაგრძობს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დასამტკიცებლად - ამ წუთებში დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. 

საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ერთკვირიანი ვადა, რათა 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს.

"ჩვენ მივეცით "ქართულ ოცნებას" დამატებით ეს ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გავიდეს მეორე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ პერიოდის განმავლობაში მათ აქვთ ვადა იმისათვის, რომ ბოლომდე შეასრულონ მათ მიერვე აღებული ვალდებულება და გაათავისუფლონ გიორგი რურუა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მეორე მოსმენაზეც მზად ვართ, რომ მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"როდესაც საარჩევნო პროცესში შედიხარ პოლიტიკური პატიმრით, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებ ძველი ცოდვებისა და დანაშაულების გამეორებას. რატომ შეჯდა ჯორზე ქართული ოცნება?! იმიტომ რომ ბოლომდე უნდოდა გამოეყენებინა გიორგი რურუა მძევლად და აპირებდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი და ამ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შეთანხმება არის სრულად შესრულებული, დავბრუნდებით პარლამენტში და მივცემთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სავარაუდოდ, მესამე მოსმენით კენჭისყრა 27 ივნისისთვის იგეგმება. დღესვე ბიუროს სხდომაზე დააზუსტებენ დეტალებს და არ არის გამორიცხული, საკითხი მეორე მოსმენით სესიაზე ხვალვე გაიტანონ. მმართველი გუნდის მოლოდინი ოპტიმისტურია, რადგან ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტის მიუხედავად, საკითხი არ ჩავარდება და საჭირო მხარდაჭერას მოიპოვებს.

დღის ამბები