18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
გვაქვს რესურსი, საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა დანაყოფის გარეშე მივიღოთ - სოფო კილაძე

"ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველამ ერთად მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა დანაყოფის გარეშე," - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა.

კილაძის შეფასებით, "ევროპულმა საქართველომ" კანონპროექტს პირველი მოსმენისას იმ მიზეზით დაუჭირა მხარი, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმიჯი არ გაეფუჭებინა.

"ევრონაცებმა" დაინახეს თავად, რომ თვითონ დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ასევე, ისიც, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამიტომ მგონია რომ საკუთარი ინტერესებიდან და არა ქვეყნის ინტერესებიდან მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები