18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს გლეხებისთვის შემოსავლის შემცირებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს გლეხებისთვის შემოსავლის შემცირებაში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველის თქმით, ბაზარზე ყურძნის ფასმა შესამჩნევად დაიკლო და გლეხები თავიანთი შრომის ანაზღაურებას ვეღარ აიღებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ამით სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ძმას, საკუთარი ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

"ჩვენ ვხედავთ რეალობას, რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირდაპირ ეუბნება გლეხებს, რომ სუპერ ფასს არ უნდა ველოდოთ თურმე. ვაწარმოებთ კამპანიას, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი კახელ გლეხს და ნებისმიერ გლეხს, რომელიც აწარმოებს ყურძენს, გადაუხადონ ის ფასი, რომელი ფასის პირობაც მან დადო," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები