52 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის წინააღმდეგ - ისინი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვან ახალ წევრად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ კანდიდატის შერჩევის პროცესში არ გაითვალისწინა გაეროს რეკომენდაციები ღიაობისა და გამჭვირვალობის შესახებ. მათივე ინფორმაციით, სოფო კილაძე საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩიეს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა, რიგით მე-18 სესიაზე კომიტეტის 9 ახალი წევრი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა აირჩიოს.
"თუ ვილაპარაკებთ ჰომოფობიურ განცხადებებზე, ან თუ ვილაპარაკებთ სხვა ტიპის პრობლემებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი ვისაც მოეთხოვება ამ ყველაფრისგან დისტანცირება არის ამ ტიპის კომიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ან ამ კომიტეტის წევრი თუ გნებავთ. თუ იყო კონკრეტული შემთხვევები და იყო კონკრეტული პრობლემები, მაგალითად იყო საუბარი მაშინ ერთი პერიოდი ჩვენ გვესმოდა მინდა დაგიცავ, მინდა არ დაგიცავ - ამ ტიპის შემთხვევები, ბუნებრივია ეს მხოლოდ აზიანებს თავად კომიტეტის იმიჯსაც და ვფიქრობ, რომ ქალბატონი სოფოს იმიჯსაც," - აცხადებს სულხან სალაძე.