18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ბოლომდე შეასრულოს შეთანხმება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი

6 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას.

ამ კონტექსტში მესამე სექტორი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადების იმ ნაწილზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მკაფიო მინიშნებაა, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნეს მიყვანილი. ყველა მოსმენით უნდა იყოს მიღებული აუცილებლად და ასევე, განცხადებაში ჩვენი პარტნიორი ელჩების მხრიდან აღნიშნული იყო, რომ სრულად ჯერ კიდევ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების აღქმის შესახებ. 

ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ბოლომდე შეასრულოს ეს შეთანხმება," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ონიანმა.

"რჩება საკითხები, რომელიც გარდა ამ საარჩევნო სისტემისა, კიდევ შეთანხმებული იყო მარტში. უშუალოდ, საუბარია მართლმსაჯულების გამოყენებაზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
ის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დაპატიმრებულები და მიმდინარეობს მათი მისამართით გარკვეულწილად დევნა,  ეს უნდა შეწყდეს," - აღნიშნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

დღის ამბები