18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
იქნებიან თუ არა ცნობილი ექიმები "ქართული ოცნების“ ახალ სიაში - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანი კონკრეტული დარგების გაძლიერებაა

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ივლისის პირველი ნახევრიდან იგეგმება 30-ვე მაჟორიტარის წარდგენა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ, უმრავლესობა ეტაპობრივად ახალ სახეებს წარადგენს.  

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენიმე მიმართულებით ჩვენი პოზიციების გაძლიერება პარლამენტში. ეს არის იგივე საგარეო მიმართულება, სადაც გვინდა სულ მცირე რამდენიმე პოლიტიკოსის დამატება, რამდენიმე ადამიანის დამატება, შეიძლება იყოს დიპლომატიური კარიერის მქონე ადამიანი, შეიძლება იყოს სხვა გამოცდილების ადამიანი. მთავარია რომ ჰქონდეს პარლამენტარს რესურსი იმისა, რომ საგარეო მიმართულებით აქტიურად იმუშაოს. ასევე, დაგვჭირდება რა თქმა უნდა, გაძლიერება კონკრეტულ დარგებში, ეს არის იგივე განათლება, შეიძლება ჯანდაცვაში დაგვჭირდეს,“ - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე - იქნებიან თუ არა ცნობილი ექიმები "ქართლი ოცნების“ ახალ სიაში, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჯანდაცვის სფეროში გუნდი გაძლიერდეს. 

"სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დარგში, ჩვენ დაგვჭირდება გუნდის გაძლიერება შესაბამისი დარგის პროფესიონალებით და ეს იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ ის მაჟორიტარი ვერ იქნება, რადგან მისი თქმით, ჩართული იქნება შტაბის მართვაში, დანარჩენს კი პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს.

ირაკლი კობახიძე არჩევნებში "ქართული ოცნებას" მყარი პოზიციები აქვს და მომდევნო 4 თვის განმავლობაში, უმრავლესობაში ამ მიმართულებით უარყოფით ცვლილებებს არ ელოდებიან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების განწყობა არის ძალიან დადებითი.  

აქვე, ირაკლი კობახიძე არჩილ თალაკვაძის მსგავსად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარიას ჩაწერა ლოგიკურია.   

დღის ამბები