პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან გაფართოებულ ფორმატში თანამშრომლობა.
"ამ სპექტრში მეტი წილი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მათი პოლიტიკაში ყოფნის 30 წლის მოღვაწეობის გამო. მხოლოდ პროპორციულის გამო დავსხდებით ერთად, სხვა დანარჩენზე, ეს იქნება მაჟორიტარების სია თუ რაიმე, სულ რომ გარეთ დარჩეს ჩემი პარტია, მე არ მივიღებ მონაწილეობას,"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.