საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. მდინარაძე ამბობს, რომ იგივე მოხდება მესამე მოსმენის დროსაც და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცდება.
"მიუხედავად წინა დღეების განმავლობაში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იგივეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, რომ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს. უკვე ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას აწერდა ხელს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.