18 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"დამოუკიდებელი დეპუტატების" მტკიცე პოზიციამ ქართულ ოცნებას არ მისცა გასაქანი, რაღაც პოლიტიკური ხრიკებისთვის მიემართა" - ლევან კობერიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“, "პატრიოტთა ალიანსმა“ და ასევე იმ კანონმდებლებმა, რომლებმაც მმართველი გუნდი მას შემდეგ დატოვეს, როდესაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა.

ისინი ამბობენ, რომ ამ მხარდაჭერით საკონსტიტუციო პროექტი ჩაგდებას გადაარჩინეს და მისი დამტკიცების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვით. 

"დამოუკიდებელი დეპუტატების მტკიცე პოზიციამ, ერთი მხრივ, ქართულ ოცნებას არ მისცა გასაქანი რაღაც პოლიტიკური ხრიკებისთვის მიემართა, მეორე მხრივ, ყველას მკაფიოდ ანახა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ის ძალა, რომლის გარეშეც არ შეიძლება, რაიმე მნიშვნელოვანი მოხდეს ქვეყანაში,“ - აცხადებს ლევან კობერიძე. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

"ჩვენ ეს შევძელით, რომ არ მივეცით დარჩენილიყვნენ ერთი ერთზე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და ეს პროცესი ჩავარდნილიყო. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ მომავალი ამ ქვეყანაში იყოს უფრო პოლიტიკურად მშვიდი, ვიდრე ამ ორი ძალის შემთხვევაში იქნებოდა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან ახლოს იყო, თუმცა პარლამენტმა მისი დამტკიცება შეძლო.  

"დღეს იყო ყველაზე სარისკო, იმიტომ, რომ ეს ორი პარტია არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, ზღვარზე ვიყავით ხმების და სულ ორი ხმით გავიდა ეს ცვლილებები და შესაბამისად, ძალიან ახლოს ვიყავით ჩაგდებასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოახერხა პარლამენტმა, რომ მეორე მოსმენით მიეღო ეს ცვლილებები, თუნდაც ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობის გარეშე. ეს მაფიქრებინებს, რომ მესამე ეტაპზე აღარანაირი პრობლემა წესით აღარ უნდა იყოს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები