მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ამჟამად პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭი მაჟორიტარად იყაროს.
ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღის კურიერში ისაუბრა:
"მე მაქვს ძალიან რთული, ძალიან გაბედული და ძალიან საინტერესო არჩევანი გასაკეთებელი, ახალი პარტია, რომელსაც სათავეში ვუდგავარ. მაქვს პოზიცია, რომ შეიძლება მაჟორიტარობის კანდიდატიც ვიყო, არ გამოვრიცხავ თბილისსაც. არ მინდა გადაწყვეტილების მიღებაში რამემ მოახდინოს გავლენა, მხოლოდ ჩემი პარტიის პარტნიორებს ვესაუბრები, თუმცა კონსულტაციები მაქვს სხვადასხვა პარტიასთან, მაგრამ ამ საკითხში გადაწყვეტილებას ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.