18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ალბათ მექნება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში "ფსევდო ოპოზიციის" გარდა სხვა პარტიების მხარდაჭერა ექნება. ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან კავშირი. მისი თქმით, ის გაფართოებული ოპოზიციის ოფისიდან მხარდაჭერას არ ელოდება. 

"ვფიქრობ და ველოდები, შალვა ნათელაშვილის ოფისში არსებული ოპოზიციის გაფართოებული მაგიდიდან ბატონი ბოკერია დააყენებს ვინმეს კანდიდატურას. ვგულისხმობ, ალბათ მექნება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა, სოციალურ ქსელშიც ასე ჩანს და არაერთხელ გამოუხატავთ ჩემს მიმართ მხარდაჭერა.

რაც შეეხება "ძალა ერთობაშიას", მათ რომ კონკურენტი დაუყენონ დასავლურ ვექტორს და კოლეგას, არ მგონია, მათ ინტერესში იყოს. ასეთი ინფორმაცია მაქვს.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ველოდები, განსაკუთრებით კვირიკაშვილის ვიდეოს შემდეგ. დაბალრეიტინგული პარტიები იოლად შედიან პარლამენტში, თუ ვინმე ქვეყნის გადამბარებელი და მოსურნეა, მათშორის - რუსული ვექტორის, გარიგებული, ყველა შეიყრება პარლამენტში. ზუსტად ამის იმედი აქვს ბოკერიას, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს საპრემიერო კანდიდატს,"- განაცხადა "დღის კურიერში" პარტია კანონი და სამართალის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები