18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
იმედი მაქვს საბოლოო კენჭისყრაზე 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება - ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმაურება. განცხადება კარლ ჰარცელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"მივესალმები გადამწყვეტი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ განსხვავება მცირე იყო და იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს, საბოლოო კენჭისყრაზე, 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის ის 142 ხმა, რომელიც მას მხარს მაშინ უჭერდა," - წერს ჰარცელი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.

ცვლილებებს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას," მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა "ევროპული საქართველო", რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დღის ამბები