18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი - სოციალურ ქსელ "ტვიტერში"  საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"კარგი ამბავი. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. წინ კიდევ ერთი მოსმენა გველის. საარჩევნო სისტემაში რეფორმა არის ქართული დემოკრატიის ინტერესი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებში ცვილებებზე ხმის მიცემით,"-დაწერა ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.

ცვლილებებს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას," მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა "ევროპული საქართველო", რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დღის ამბები