18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
საბურთალოზე მაჟორიტარად კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას "ოცნებისგან" და "ნაციონალებისგან" დამოუკიდებლად მივიღებ - ელისაშვილი

"სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ოლქში იბრძოლებს მაჟორიტარობის მანდატის მისაღებად. მან ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებას მისი პარტია გაერთიანებული ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს. 

"ახლა ჩვენ, სამოქალაქო მოძრაობის ბირთვი ვართ პარტიის რეგისტრაციის ეტაპზე. მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს, არჩევნები ოქტომბერშია, არაფერი საჩქარო არ არის. მალე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას: - 1 ან, მაქსიმუმ, ორ კვირაში. თუ გადაწყვეტილებას მივიღებ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრასთან დაკავშირებით, მივიღებ დამოუკიდებლად. იმ გაერთიანებული ოპოზიციის მონაწილეები ჩვენ არ ვართ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ყველასგან დამოუკიდებლად - "ქართული ოცნებისგან," "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლად მივიღებთ,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ღიად არის დარჩენილი, თუ ვის კანდიდატურას დააყენებს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, მაგალითად, "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც საბურთალოზე აპირებს ძალები მოსინჯოს. 

დღის ამბები