18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
გული მწყდება, რომ ცუდ წრეშია - ალეკო ელისაშვილი მის პარტიაში ელენე ხოშტარიას ისურვებდა

ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მის ახალ პარტია "მოქალაქეებში" "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას ყოფნას ისურვებდა.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ელენე ხოშტარია "ცუდ წრეშია".

"მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მწამს. ძალიან გული მწყდება რომ ელენე ხოშტარია იმ პარტიაშია. პერსონალურად, ადამიანურად, ინდივიდუალურად ვადასტურებ მისდამი სიმპათიას. ძალიან გული მწყდება, რომ ჩემთვის მიუღებელ და ცუდ პარტიაში არის და ცუდ წრეშია. ვისურვები "მოქალაქეებში" მის ყოფნას, ძალიან მებრძოლი გოგოა, წესიერი გოგოა და ხალხი მაგას არ უწამებია, ფული არ მოუპარავს. ცოტა უცნაურად ღღერს, მაგრამ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ," - განაცხადა ელისაშვილმა. 

დღის ამბები